სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ რესპუბლიკაში შესვლა ეკრძალებათ რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსა და Ньюс Медиа ჰოლდინგის დამფუძნებელს, არამ გაბრელიანოვს. მანამდე სომხეთის ხელისუფლება გაურბოდა პირდაპირ პასუხს ამ აკრძალვის არსებობის შესახებ.
პრესკონფერენციაზე ფაშინიანს კითხვა დაუსვეს სინონიანის, გაბრელიანოვისა და სახელმწიფო დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის თაობაზე.
ასევე ნახეთ კრემლის პროპაგანდისტი სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს„სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და აქვს მისდამი პატივისცემის მოლოდინი, გამოიყენოს სუვერენული ინსტრუმენტები თავისი ინტერესების ხელყოფის აღსაკვეთად... პატივისცემა უნდა გამოიჩინონ, მათ შორის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებაში“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სიმონიანმა, ფაშინიანის სიტყვების კომენტირებისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრს უწოდა "გადაჯიშებული", "სომეხი ხალხის მოღალატე", რომელსაც "სძულს რუსეთი და ატყუებს პუტინს".