სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის და ლიეტუვის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონელ კოლეგას, ალარ კარისს, ტელეფონით ესაუბრა.

დღეს ჩვენი სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა „კარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო!" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის ანგარიშზე.

საქართველოს პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის შემდეგ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას, ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის. „მადლობა ლიეტუვას ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის", - დაწერა ზურაბიშვილმა.

„დარწმუნებული ვარ ლიეტუვის საქართველოსადმი მხარდაჭერაში ევროინტეგრაციის ძალისხმევის თვალსაზრისით. ლიეტუვა მზადაა, რომ დაეხმაროს საქართველოს საჭირო რეფორმების გზაზე", - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ.