დაიღუპა 9 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში ბატუტზე ყოფნის დროს დაშავდა

შემთხვევის ადგილი

9 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, 12 მარტს, ბათუმის ბულვარში დაშავდა, გარდაიცვალა. მძიმეა მისი 3 წლის ძმის მდგომარეობაც. მას ტრავმა თავის არეში აქვს მიღებული.

ძმები წუხელ დაშავდნენ - ბატუტი, რომელზეც ისინი თამაშობდნენ, ძლიერმა ქარმა გაიტაცა. შემთხვევა გვიან, 23:00 საათის შემდეგ მოხდა. ბავშვების დედა უკრაინელია, მამა - ქართველი.

როგორც ბათუმის ბულვარის პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილზე მოკვლევა მიმდინარეობს - განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. ბატუტის მფლობელებს და ატრაქციონის მოიჯარეებს ბათუმის ბულვართან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ასევე ნახეთ ბათუმის ბულვარში 9 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა