უკრაინის შევჩენკოს პრემიის ლაურეატებს შორისაა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ვიტალი პორტნიკოვი

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ვიტალი პორტნიკოვი. 5 მაისი, 2022 წელი

უკრაინის - შევჩენკოს პრემიის ლაურეატებს შორისაა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ვიტალი პორტნიკოვი კიევში, ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემიის კომიტეტმა წლევანდელი ლაურეატები გამოაცხადა.

მათ შორისაა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი , პროგრამის - "გზები თავისუფლებისკენ" წამყვანი, ვიტალი პორტნიკოვი.

შევჩენკოს პრემია გაიცემა კულტურისა და ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისთვის. ეს არის ქვეყნის უმაღლესი ჯილდო ამ სფეროში. პორტნიკოვი ჟიურიმ აირჩა ბოლო წლების პუბლიცისტური სტატიებისა და გამოსვლებისთვის.

მას გარდა, ლაურეატები გახდნენ: პოეტი ეკატერინა კალიტკო, ლიტერატურათმცოდნე მიხაილ ნაზარენკო, რეჟისორი ირინა ცილიკი, ასევე ჯგუფი "ჰორეა კოზაცკა"-ს შემსრულებლები - ალბომისთვის "უკრაინის რევოლუციის სიმღერები".

წელს ტრადიციულ ნომინაციებთან ერთად, დამატებით გაიცემა პრემია "გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის". როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იტყობინება, ლაურეატს სავარაუდოდ, მოგვიანებით, მაისში, გამოაცხადებენ.