კულება: უკრაინის არმია ბახმუტს კვლავ დაიცავს დიდი დანაკარგის მიუხედავად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება. 26 დეკემბერი, 2022 წელი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის არმია გააგრძელებს ქალაქ ბახმუტის დაცვას, რადგან, სხვა შემთხვევაში, რუსეთი დაიკავებს ქალაქს და გააგრძელებს იერიშს სხვათა შორის, ქალაქ ჩასივის მიმართულებით, უთხრა მინისტრმა გერმანიის „Bild am Sonntag-ს“.

კულება ფიქრობს, რომ რაც უფრო დიდხანს დაიცავს უკრაინის არმია ბახმუტს, მით უფრო დიდი ალბათობა, რომ სხვა ქალაქებსაც იგივე ბედი არ ეწევათ. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთის კერძო სამხედრო გაერთიანების, „ვაგნერის“ რაზმები აკონტროლებენ ბახმუტის აღმოსავლეთს, ხოლო უკავია დასავლეთი უკრაინის ჯარს, რომელმაც გაანადგურა ქალაქის მნიშვნელოვანი ხიდები. კულებამ თქვა, რომ ის ახლო მომავალში მოელის დასავლური სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას და ამიტომ თვლის, რომ „უკრაინელი მფრინავების მომზადება დასავლური საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში, ახლა უნდა დაიწყოს, რათა, როცა თვითმფრინავების მოწოდების გადაწყვეტილება მიღებული იქნება, დრო არ დავკარგოთ“.

უკრაინის არმია ჩანს კონტრიერიშისთვის ემზადება. უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა იმას ემსახურება, რომ მეტი დრო იყოს საჭირო მომზადებისთვის.