აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს.
„საქართველო მადლიერია ამერიკის შეერთებული შტატების ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის, და მისი ერთგულებისათვის დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით", - დაწერა შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის" ანგარიშზე.
ვაშინგტონში ჩასვლამდე სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში.