საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის" ანგარიშზე წერს, რომ ვაშინგტონში ყოფნისას სატელეფონო საუბარი ჰქონდა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.
„საქართველო აფასებს ჩემი გერმანელი კოლეგის მიერ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და ქართველი ხალხის თავდადებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას", - წერს ზურაბიშვილი.