აქტივისტებმა აკაკი საღინაძის ჭიშკარზე წარწერები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დაფარეს

წარწერები აკაკი საღინაძის საცხოვრებელ სახლთან

ქუთაისში ჭიშკარსა და ტროტუარზე გაკეთებული წარწერები, რომლებიც 9 აპრილს აკაკი საღინაძის საცხოვრებელ სახლთან დატოვეს უცნობმა პირებმა, ქობულეთიდან და მარნეულიდან ჩასულმა სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით დაფარეს.

„მხარდასაჭერად მოვიფიქრეთ, გვინდოდა აკაკის მიმართ მხარდაჭერა გამოგვეხატა. ამ ქალაქში თავისუფლებისთვის იბრძვიან, ვნახეთ, რამდენმა ადამიანმა დააფიქსირა ევროპული არჩევანი ბოლო დღეების განმავლობაში. ევროპული სწრაფვა ჩვენი არჩევანია და ჩვენ ვართ ევროპა“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა რომანაძე, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც აკაკი საღინაძის მხარდასაჭერად ჩავიდა ქუთაისში.

წითელი საღებავით გაკეთებულ "იარლიყს" თავად აქტივისტი მის საზოგადოებრივ აქტივობას უკავშირებს - აკაკი საღინაძე იყო "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ქუთაისში.

ასევე ნახეთ აქ ჯაშუში ცხოვრობს - ქუთაისში აქტივისტის სახლის ჭიშკარზე წარწერა დატოვეს