უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა კიევის, ოდესის, ნიკოლაევის, ხარკოვის, ხერსონის და სხვა ოლქებში.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა და მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს ინფორმაციით, მასირებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი სახლები. მარჩენკომ ოდესის ოლქის მცხოვრებთ მიმართა, თავშესაფრებში დარჩნენ.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 15-მდე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ ხარკოვის და ხარკოვის ოლქის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე.