ნეტგაზეთის ჟურნალისტი მიხეილ გვაძაბია ფეისბუკზე წერს, რომ რუსთაველზე, აქციის დაშლისას, მიწისქვეშა გადასასვლელში მას სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა, იმის მიუხედავად, რომ პრესბარათიც ეკეთა და გამოცემის რედაქტორმაც გააფრთხილა, რომ ჟურნალისტები იყვნენ.
"დღეს პირველად გამოვცადე საკუთარ თავზე, რომ შსს-ს თანამშრომლისთვის ჟურნალისტობის დამადასტურებელი საბუთის ჩვენება უსაფრთხოების გარანტია არ არის. პირველ სკოლასთან, მიწისქვეშა გასასვლელში ჩასვლისას, სპეც. რაზმელმა წიხლი ჩამარტყა. ეს მოხდა 1-2 წამში იმ მომენტიდან, როცა ჩემთან ერთად მყოფმა ნესტანმა დაუყვირა "პრესა ვართ!", მე კი პრეს ბარათი მქონდა ჩამოკიდული", - წერს ჟურნალისტი.
აქცია რუსთაველზე "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, დღესაც, როგორც გუშინ, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი აირის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
ასევე ნახეთ სპეცრაზმი აქციას შლის - ხალხი თავს აფარებს ეროვნულ გალერეას, მეტროს, ქაშვეთის ეკლესიას და პარალელურ ქუჩებს