უკრაინა კვლავ უარყოფს როლს "ჩრდილოეთის ნაკადის" საბოტაჟში

ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ მონაწილეობდა "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენების საბოტაჟში, რომლის შესახებაც მედიაში გავრცელდა ცნობა. ამ ცნობის მიხედვით, აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ განხილული სადაზვერვო ინფორმაციით, შარშანდელი თავდასხმების უკან იდგა უკრაინის მომხრე ჯგუფი.

როგორც The New York Times-ი წერდა 7 მარტს, აშშ-ის დაზვერვის თანახმად, სექტემბერში განხორციელებული თავდასხმების უკან იდგა "პროუკრაინული ჯგუფი". თავდასხმების შედეგად მოხდა გაზის გადინება ბალტიის ზღვაში.

ასევე ნახეთ NYT: "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენებზე აფეთქებები შესაძლოა პროუკრაინულმა ჯგუფმა მოაწყო

შვედეთი და დანია - რომელთა ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებშიც მოხდა აფეთქებები - მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი აირის გამტარი მილსადენების აფეთქება იყო განზრახვის შედეგი, თუმცა კითხვები რჩება იმაზე, ვინ განახორციელა ან შეუკვეთა თავდასხმები. აფეთქებების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა რუსეთს, უკრაინაში შეჭრისა და წარმოებული ომის ფონზე ბუნებრივი აირი მიაწოდოს დასავლეთს და მოიპოვოს ფინანსური მოგება.

"ეს ჩვენი ნამოქმედარი არ არის", - უთხრა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ჟურნალისტებს სტოკჰოლმში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.

ასევე ნახეთ "ჩრდილოეთის ნაკადის" შესახებ ცნობების ფონზე, ბერლინი გამოდის ნაჩქარევ ბრალდებებზე გაფრთხილებით