"ჩრდილოეთის ნაკადის" შესახებ ცნობების ფონზე, ბერლინი გამოდის ნაჩქარევ ბრალდებებზე გაფრთხილებით

ბორის პისტორიუსი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი 8 მარტს გამოვიდა ნაჩქარევ ბრალდებებზე გაფრთხილებით მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ განხილული სადაზვერვო მონაცემებით, უკრაინის მომხრე ჯგუფი იდგა "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენებზე შარშან მიტანილი იერიშების უკან.

"სავსებით შესაძლებელია ეს ყოფილიყო ყალბი ოპერაცია, დადგმული საიმისოდ, რომ უკრაინა დადანაშაულებულიყო - და მედია ამ შესაძლებლობასაც განიხილავს, - უთხრა ინტერვიუში პისტორიუსმა საზოგადოებრივ მაუწყებელს, - ერთი ან მეორე სცენარის ალბათობა თანაბრად მაღალია", - დასძინა მან.

პისტორიუსი ამ განცხადებებით გამოვიდა სტოკჰოლმში, სადაც მიმდინარეობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა.

ასევე ნახეთ NYT: "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენებზე აფეთქებები შესაძლოა პროუკრაინულმა ჯგუფმა მოაწყო
ასევე ნახეთ უკრაინა კვლავ უარყოფს როლს "ჩრდილოეთის ნაკადის" საბოტაჟში