მინსკში სასამართლომ დაუსწრებლად 15 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, მთავრობის დამხობის შესახებ შეთქმულების, ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის და ხელმძღვანელობის, სიძულვილის გაღვივების და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების ბრალდებებით.
ციხანოუსკაიასთან ერთად ასევე დაუსწრებლად გაასამართლეს კიდევ ოთხი ოპოზიციონერი: პაველ ლატუშკა, მარია მაროზი, ვოლჰა კავალკოვა და სიარჰეი დილევსკი, რომლებიც დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს.
ხუთივე მსჯვარდადებული უცხოეთში ცხოვრობს.
უფლებადამცველები ოპოზიციონერებისთვის წაყენებულ ბრალდებებს მიიჩნევენ პოლიტიკურად მოტივირებულად და აზრს მოკლებულად.