რუსეთის შეტევების გაძლიერების ფონზე, უკრაინის თავდაცვა კვლავ ითხოვს დასავლურ საბრძოლო თვითმფრინავებს

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის ფრონტის ხაზზე, 4 მარტი, 2023

უკრაინის საჰაერო ძალების პრესმდივანი 5 მარტს კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით უკრაინას მიეწოდოს თანამედროვე დასავლური საბრძოლო თვითმფრინავები, უწინარესად აშშ-ის წარმოების F-16, რუსეთის მხრიდან შორი რადიუსის რაკეტებით და ბომბებით გაძლიერებული თავდასხმების ფონზე.

პრესმდივანმა, იური იგნატმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ამგვარი საჰაერო ხომალდები უკრაინას საშუალებას მისცემდა მოეგერებინა რუსეთის თვითმფრინავები, რომლებიც ასეთ იარაღს ისვრიან. იგნატის თქმით, რუსეთის მხრიდან დონბასზე შეტევების ინტენსიფიკაცია სხვა არეალებსაც დაეტყო, რადგან საჭირო გახდა უკრაინის ძალებისა და რესურსების გადაჯგუფება.

ასევე ნახეთ ტანკების შემდეგ თვითმფრინავები: როგორ დაეხმარებოდა F-16-ები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ?
ასევე ნახეთ მიხაილო პოდოლიაკი: "როგორც კი შეიცვლება კლიმატი, დავიძვრებით"