ესტონეთში არჩევნებია, პარტიებს განსხვავებული პოზიციები აქვთ უკრაინის დახმარებაზე

კაია კალასი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

5 მარტს ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც, შესაძლოა, გაძლიერდნენ უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდების მოწინააღმდეგე, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები.

გამოკითხვების შედეგების მიხედვით ვარაუდობენ, რომ არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს პრემიერ-მინისტრ კაია კალასის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, თუმცა, მას ალბათ კოალიციის შექმნა დასჭირდება ხელისუფლებაში დასარჩენად.

ბალტიისპირეთის ეს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრია, ბოლო წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე იყო რუსეთის შეჭრის მოგერიებისთვის მებრძოლი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებისა.