ლატვიის პრემიერ-მინისტრი, კრიშიანის კარინში მხარს უჭერს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას - "ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გაგზავნოს დასავლეთმა საბრძოლო თვითმფრინავები... თუ უკრაინას ისინი სჭირდება, უნდა მიიღოს", უთხრა მან გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ს.
კარინშის თქმით, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება უბრალოდ დროის საკითხია. ლატვიის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ევროპის ყველა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს თავდაცვის ინდუსტრია, გერმანიის ჩათვლით.