ირანი გამოდის პირობით, რომ ითანამშრომლებს გაეროს ბირთვულ უწყებასთან, რათა გადაწყდეს საკითხები, რომლებიც წამოიჭრა თითქმის ბირთვული იარაღისთვის საჭირო დონემდე გამდიდრებული ურანის გამო - რომელიც, როგორც იუწყებიან, შემოწმებისას იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.
"ირანმა გამოთქვა მზაობა... გამოყოს დამატებითი ინფორმაცია და [უზრუნველჰყოს] ხელმისაწვდომობა უსაფრთხოების გამოკვეთილ საკითხებთან მიმართებით" - ვკითხულობთ ირანის მთავრობისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ერთობლივ განცხადებაში, 4 მარტს.
IAEA-ის ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი - რომელიც ჟურნალისტებს ვენაში ესაუბრა, თეირანში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ - ამბობს, რომ ახალი შეთანხმება მოიცავს სადამკვირვებლო აღჭურვილობის ხელახლა დამონტაჟებასა და ექსპერტების დაშვებას ღიად დეკლარირების მიღმა არსებულ სამ ობიექტზე, საიმისოდ, რომ მათ გამოიძიონ ცნობები ურანის კვალის აღმოჩენის შესახებ.