გაიზარდა ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

რუსეთის სარაკეტო დარტყმით განადგურებული სახლი ზაპოროჟიეში. 2023 წლის 2 მარტი

სამამდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დილით დადასტურებული იყო ორი ადამიანის სიკვდილი.

წუხანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა 5-სართულიანი სახლი. მაშველებმა გადაარჩინეს 11 ადამიანი. კიდევ 31 მობინადრე გაიყვანეს შენობის იმ ნაწილიდან, რომელიც დანგრევას გადაურჩა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმას ტერორი უწოდა და განაცხადა, რომ ყველა ოკუპანტს აუცილებლად განდევნიან და პასუხს აგებინებენ.