რუსეთის რამდენიმე რეგიონში, ზოგიერთი რადიო და ტელეარხის ეთერით გადაიცა გაფრთხილება საჰაერო განგაშის შესახებ.
გამოცემა „ნოვაია გაზეტა-ევროპას“ ინფორმაციით, გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის გამო თავშესაფრებში გადასვლის შესახებ გავრცელდა მოსკოვის, ლენინგრადის, ბელგოროდის, სვერდლოვსკის და ვორონეჟის ოლქებში.
ასევე ნახეთ სანქტ-პეტერბურგის აეროპორტი თვითმფრინავებს ვერ იღებს. ქალაქის თავზე ცა დაიხურარუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა და რადიო და ტელეარხების ეთერით გასული ინფორმაცია ტყუილია. 22 თებერვლის შემდეგ, ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა.
ასევე ნახეთ რუსული რადიოსადგურების ეთერით გადაიცა "გაფრთხილება" შესაძლო სარაკეტო დარტყმების შესახებ