პარტია "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შესაძლებელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისიც იტყუებოდეს, როცა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი რუსულ კანონს შეადარა. მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტყუილის თქმა ნედ პრაისსაც შეუძლია.
"თქვენ მორწმუნე ხართ?!. რწმენის დონეზე გყავთ აყვანილი რაღაც საკითხები. თუ იტყუება ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის... ნედ პრაისიც იტყუება?! - ისე გაოცებულები ლაპარაკობთ, თითქოს ნედ პრაისი ადამიანი არ იყოს და არ შეეძლოს ტყუილის თქმა. რა მნიშვნელობა აქვს?!. მე თქვენი რწმენა კი არ მაინტერესებდა, თქვენ გაქვთ რაღაც საკითხები ატანილი რწმენის დონეზე, რომ, მაგალითად, თუ ამბობს რაღაცას ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, იმან არ შეიძლება მოიტყუოს", - ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში "მთავარი არხის" ჟურნალისტს, რომელმაც ამ საკითხზე დასვა კითხვა.
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, "ნედ პრაისს მოატყუებინეს", "ხალხის ძალის" კანონპროექტი რუსული არ არისაშშ ღრმა შეშფოთების საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და უარყოფს, რომ ის ამერიკული კანონის მსგავსია. ამის შესახებ 15 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
პრაისმა აშკარად მცდარი უწოდა განცხადებებს, რომ საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი ამერიკულ კანონებს ეფუძნება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსულ და უნგრული კანონებს და არა ამერიკულს.
ასევე ნახეთ აშშ მკაცრად აკრიტიკებს საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური აგენტების" შესახებკანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
ასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" ეშინია ევროპის, თავისუფლების - "სამოქალაქო იდეა" "ხალხის ძალის" კანონზე ასევე ნახეთ NGO-ების "აგენტებად" მოხსენიება დისკრედიტაციის კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა - IDFI "ხალხის ძალის" კანონპროექტზეკანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტი ასევე ნახეთ აშშ მკაცრად აკრიტიკებს საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური აგენტების" შესახებკანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".
ასევე ნახეთ ეს რუსული კანონია - დეგნანი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე