"არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას" - 60-ზე მეტი მედიასაშუალების ერთობლივი განცხადება

ჟურნალისტების აქცია პარლამენტში

60-ზე მეტი ორგანიზაცია საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში მყოფი "ხალხის ძალის" კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების დიდ ნაწილს "უცხოური გავლენის აგენტებად" რეგისტრაციას დაავალდებულებს, რუსულ კანონს უწოდებს და მის მიღებას ეწინააღმდეგება.

"მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე...

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას", - წერია ერთობლივ განცხადებაში.

ასევე ნახეთ რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - 300-ზე მეტი NGO-სა და მედიაორგანიზაციის ერთობლივი განცხადება

აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთში მიღებულმა მსგავსმა კანონმა დახურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის ობიექტებად აქცია.

განცხადებას ხელს აწერენ:

თბილისი

  • netgazeti.ge
  • პუბლიკა (publika.ge)
  • ინდიგო
  • სტუდია მონიტორი
  • queer.ge
  • dev.ge
  • On.ge
  • ტაბულა
  • სამოქალაქო საქართველო - civil.ge
  • მედიაჩეკერი
  • პროექტი 64
  • Chai Khana media
  • Ufleba.ge
  • გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  • მედია ჰოლდინგი კომერსანტი
  • OC Media
  • მედიაპორტალი “კაქტუსი,” cactus-media.ge
  • ჯემნიუსი (jam-news.net)
  • ონლაინ გამოცემა sova.news
  • რეალპოლიტიკა (realpolitika.ge)
  • “მთის ამბები” - mtisambebi.ge
  • საქართველოს ამბები - sakartvelosambebi.ge
  • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

შიდა ქართლი

  • ქართლის ამბები (qartli.ge)
  • გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge
  • TV მედიამონიტორინგი
  • "ქართული მედია ჯგუფი" - metalab.ge / feminism.ge
  • დია

ქვემო ქართლი

  • სათემო რადიო "მარნეული"
  • ქალთა სათემო რადიო ww
  • ქვემო ქართლის მედია - QvemoQartli.ge
  • ნეო ტვ - neotv.ge
  • მარნეული TV
  • რადიო ბოლნელი

სამცხე-ჯავახეთი

  • სათემო რადიო "ნორი", ნინოწმინდა, nor.ge
  • ტელეკომპანია “ბორჯომი”, borjomi.tv
  • მეცხრე არხი, ახალციხე
  • სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი
  • მედია სახლი - სამხრეთის კარიბჭე sknews.ge
  • ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალქალაქი, jnews.ge
  • TOK TV

აჭარა

  • Batumelebi.ge
  • TV 25

სამეგრელო

  • ტელეკომპანია "მეცხრე ტალღა", ფოთი
  • რადიო ათინათი
  • კოლხეთი 89
  • ეგრისი TV
  • რადიო ოდიში
  • ჰარმონია

კახეთი

  • კახეთის ხმა, knews.ge
  • საინფორმაციო სააგენტო "სპექტრი", გურჯაანი, speqtri.ge
  • პანკისის სათემო რადიო
  • თანამგზავრი TV

იმერეთი

  • ონლაინ გამოცემა “ქუთაისიპოსტი” kutaisipost.ge
  • რიონი TV
  • იმერვიზია TV
  • მეგა TV
  • TV ზარი
  • რადიო რიონი
  • რადიო ზარი

გურია

  • გურია TV

მცხეთა-მთიანეთი

  • ​აგროგარემო TV.