ნულანდი: აშშ კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე მსჯელობს

ვიქტორია ნულანდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

ვაშინგტონი განიხილავს უკრაინის მეოთხე ან მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, Washington Post-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დიპლომატმა განმარტა, რომ სავარაუდო გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება კიევის საჭიროებების შეფასების შემდეგ მიიღება.

უკრაინამ ადრე დასავლეთის ქვეყნებს საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებისკენ მოუწოდა. საუბარი შეეხებოდა F-16 გამანადგურებლებზე, რომლებიც მეოთხე თაობის თვითმფრინავებს განეკუთვნებიან. ექსპერტების უმეტესობის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა უკრაინისათვის მეხუთე თაობის გამანადგურებლების (F-22 Raptor და F-35) მიწოდება. ამ დრომდე უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავი არც ერთ ქვეყანას არ გადაუცია.

9 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპელი ლიდერი გამოთქვამს მზადყოფნას უკრაინისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდებაზე.

ორ დღეში სლოვაკეთმა განაცხადა, რო განიხილება უკრაინისთვის მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე მოლაპარაკებების შესაძლო დაწყება მას შემდეგ, რაც კიევმა სლოვაკეთის მთავრობას საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების თხოვნით ოფიციალურად მიმართა.

ასევე ნახეთ

კიევი: თვითმფრინავებზე დასავლეთის ყოყმანი უკრაინას მოუტანს მეტ მსხვერპლს

კიევი გაზაფხულზე რუსეთის პოზიციებზე შეტევას გეგმავს და, ამავე დროს, მოსკოვის თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება. ამიტომ, უკრაინა იმედოვნებს, რომ დასავლური თვითმფრინავები გარღვევაში, ან რუსული მასობრივი თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარება.