რას წერდა ომში წასული იუნკრის დედა 1921 წლის თებერვალში

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს გასაბჭოებიდან 103 წლის შემდეგ ჩვენს ხელში აღმოჩნდა 1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკებთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრის, იოსებ ჯანდიერის დედის, სოფიო ქობულაშვილის დღიური, რომელსაც ოჯახი მთელი ამ დროის განმავლობაში სათუთად ინახავდა.

დღიური ერთდოულად არის ერთი ქალის ოჯახური ქრონიკაც და საქართველოს გასაბჭოების პირველი დღეების არტეფაქტიც.

საუკუნის გაკეთებული მოკლე ჩანაწერები ყვება ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელმაც 1921 წელს ერთდროულად ქმარი და ორი შვილი გაგზავნა ორ სხვადასხვა ფრონტზე ბოლშევიკებთან საბრძოლველად. ამ წელს საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, წიგნაკის პატრონმა, სოფიო ქობულაშვილმა 19 წლის შვილი.

თუ თქვენს ოჯახშიც ინახება ნივთი, რომელიც ეპოქის ამბავს ყვება, მოგვწერეთ - ჩვენ ვეცდებით ვაჩვენოთ საზოგადოებას როგორ ირეკლავს ოჯახების ამბები ქვეყნის ბედს და პირიქით.