საქართველოში არ შეუშვეს რუსი ადვოკატი მაქსიმ ოლენიჩევი, როგორც გამოცემა Paper Kartuli წერს, ის თბილისში ბერლინიდან სტამბოლის გავლით მიფრინავდა. მაქსიმ ოლენიჩევის თქმით, აეროპორტში სასაზვრო სამსახურის თანამშრომელმა პასპორტი გამოართვა, ფოტო გადაუღო და ვიღაცას ვოთსაპის აპლიკაციით გაუგზავნა. ნახევარი საათის შემდეგ სხვა თანამშრომელმა ოლენიჩევს აცნობდა, რომ შესვლაზე უარი მიიღო. თუმცა, შესაბამისი დოკუმენტი არ წარუდგენია.
„ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან წავედი, რათა რუსეთში ადამიანებს უსაფრთხო სივრციდან დავხმარებოდი. საქართველოში ჩავედი, ის ჩემს მეორე სახლად იქცა. მაგრამ ერთი კვირის წინ საქართველოს ხელისუფლებამ სახლში, საქართველოში არ შემიშვა ისე როგორც ზოგი სხვა „უცხოეთის აგენტი", მიზეზი არ განუმარტავთ. ახლა იძულებული ვარ ცხოვრება ახალ ადგილას ავაგო. ეს უსამართლოა. არ დამირღვევია ქართული კანონები, ვიზიდავ ფულს საქართველოში და ვიხდი გადასახადებს“,- დაწერა მან.
მაქსიმ ოლენიჩევის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში არ შეუშვეს მისი სამი კოლეგა, მათ შორის ელენა სკვორცოვა და იგორ დორფმანი.
მაქსიმ ოლენიჩევი მრავალი წლის განმავლობაში უფლებადამცველ ორგანიზაციასთან „Команда 29“-სთან თანამშრომლობდა. მისი იურისტები ნავალნის „კორუფციასთან ბროძოლის ფონდის“ თანამშრომლებს და ჟურნალისტის ივან საფრონოვის ინტერესებს იცავდნენ. 2021 წელს ოლენიჩევი რუსეთში "უცხო ქვეყნის აგენტთა" სიაში შეიყვანეს.
ასევე ნახეთ ვისგან არის დაცული საზღვარი - როგორ გავიგოთ ვის არ უშვებენ საქართველოში? - შსს-ის განმარტებებისაქართველოში გახშირდა ოპოზიციურად განწყობილი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შეშვებაზე უარის თქმის შემთხვევები.
2023 წლის დასაწყისში ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს უფლებადამცველს, ფონდის „არა ძალადობას“ დამფუძნებელს „უცხო ქვეყნის აგენტს “ანნა რივინას და ჟურნალისტსა და მწერალს ფილიპ დზიადკოს.
ასევე ნახეთ ხოშტარია აეროპორტში მივიდა და მწერალ ფილიპ დზიადკოს შემოშვება მოითხოვაგუშინ, 21 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას კომენტარი გააკეთა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შეშვების აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში მან საქართველოს იმ მოქალაქეების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მსგავს პრობლემებს სხვა ქვეყნებში შესვლისას აწყდებიან. მისი თქმით, 20 თებერვალს საქართველოში არა მხოლოდ ფილიპ დზიადკო, არამედ რუსეთის კიდევ რვა მოქალაქე არ შემოუშვეს.
ასევე ნახეთ 2022 წელს საქართველოში ჩადენილ 314 დანაშაულში ფიგურირებს რუსეთის მოქალაქე - ამბობს გომელაურივახტანგ გომელაურის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე საქართველოში რუსეთის 137 000-მდე მოქალაქე შემოვიდა, 150 913 კი გავიდა. გასულ წელს, მისი თქმით, საქართველოში 869 874 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, 809 873 კი გავიდა.