"საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათაო ოფისი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში კიდევ უფრო შემცირდება ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის სივრცე.
ასევე ნახეთ რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - 300-ზე მეტი NGO-სა და მედიაორგანიზაციის ერთობლივი განცხადება"ეს ასევე ძირს უთხრის მომავალ პროგრესს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ... მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ გადამწყვეტი მოქმედებები, ჟურნალისტების დაცვის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში კანდიდატურის მისაღწევად", - წერია განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი რუსული "მჩაგვრელი კანონის" მსგავსია.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
ასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" ეშინია ევროპის, თავისუფლების - "სამოქალაქო იდეა" "ხალხის ძალის" კანონზე ასევე ნახეთ NGO-ების "აგენტებად" მოხსენიება დისკრედიტაციის კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა - IDFI "ხალხის ძალის" კანონპროექტზეკანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტიდოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
- ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.
ასევე ნახეთ მდინარაძის თქმით, „ოცნება" მხარს დაუჭერს „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტს