რუსული რადიოსადგურების ეთერით გადაიცა "გაფრთხილება" შესაძლო სარაკეტო დარტყმების შესახებ

საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის რამდენიმე რადიოსადგურის პირდაპირი ეთერის დროს გაისმა გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ.

როგორც რუსული მედიასაშუალებები და ტელეგრამ-არხები იუწყებიან, გაფრთხილება: „ყურადღება, ყურადღება, ცხადდება საჰაერო განგაში. ყველანი დაუყოვნებლივ თავშესაფრებში. სარაკეტო დარტყმის საფრთხეა“, მოსკოვის ოლქში, ბელგოროდში, ყაზანში, უფაში, ვორონეჟში, ნოვოსიბირსკსა და სხვა ქალაქებში გაისმა FM სიხშირეზე მაუწყებელი რამდენიმე რადიოსადგურის ეთერიდან.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ კომერციული რადიოსადგურების სერვერებზე მოხდა ჰაკერული თავდასხმა და ეთერში გასული გაფრთხილება „ფეიკი“ იყო.