2022 წელს საქართველოში ჩადენილ 314 დანაშაულში ფიგურირებს რუსეთის მოქალაქე - ამბობს გომელაური

ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ ქვეყანაში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებით კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ გაზრდილა. ასე უპასუხა მან "მინისტრის საათის" ფარგლებში მმართველი პარტიის დეპუტატის კითხვას, ნოდარ ტურძელაძეს.

"ქართული ოცნების" დეპუტატი დაინტერესდა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან საფრთხეებიდან.

"სტატისტიკას გეტყვით: ომის დაწყებიდან 2022 წელში მთლიანად რომ ავიღოთ, 0,5 პროცენტია მთლიან სტატისტიკასთან, რიცხოვნობით არის 246 რუსეთის მოქალაქე, 314 დანაშაულზე დაიწყო დევნა. ბელარუსის 16 მოქალაქეზე 18 საქმეზე დაიწყო... ასე რომ საფრთხეს, კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ გვაქვს...

ის, რომ წელს რაღაც გაიზარდა... გაიზარდა 2020-თან და 2021 წელთან შედარებით. თუმცა, 2018 და 2019 წლებში ბევრად მეტი, 200-300 ათასით მეტი იყო, ვიდრე 2022 წელს. ეს არის ფაქტბი. ეს არის სტატისტიკა. წელს, 2023 წელს თითქმის 137 ათასი და გასულია 150 913. ანუ 13 934 ადამიანით მეტი გავიდა წელს, რაც შემოვიდა პირველი იანვრიდან", - თქვა მინისტრმა.

მასალა არქივიდან NDI: უმრავლესობისთვის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციითვე, 2022 წლის განმავლობაში რუსეთიდან 869 874 ადამიანი შემოვიდა 809 873 გავიდა. ამ მონაცემების მიხედვით, გასულ წელს რუსეთიდან შემოსული 60 ათასი რჩებოდა ქვეყანაში.

უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია გაიზარდა, განსაკუთრებით 2022 წლის 21 სექტემბრიდან, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გამოაცხადა.

მასალა არქივიდან საქართველოს მოქალაქეები მხარს არ უჭერენ რუსეთის მოქალაქეების ყოფნას ქვეყანაში - IRI-ის გამოკითხვა