მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კობახიძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც გახარიამ ბრიფინგზე მმართველი პარტია და მისი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა.
ასევე ნახეთ გიორგი გახარია: ამ გადამწყვეტ მომენტში "ოცნება" კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ არჩევანს"ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ანუ, ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება, 1%-იანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი გახარიას მიმართ, რომელიც არის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
2020 წელს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მმართველი პარტიის წევრებისთვის გადადგომამდე "საუკეთესო კრიზისმენეჯერი" იყო, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ "გუნდისა და სახელმწიფოს მოღალატედ" იქცა.
ასევე ნახეთ კობახიძის ორი გახარიაგიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორი წლის წინ, 2021 წლის 18 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების სპეცოპერაციის დაწყებამდე დატოვა. მან თქვა, რომ მასსა და გუნდს შორის ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციები არსებობდა და თანამდებობას ამ მიზეზით ტოვებდა.
გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობას 2019 წლის 8 სექტემბერიდან იკავებდა. მის პრემიერობას წინ უძღოდა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევა - ამ დროს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. აქციის დარბევის შემდეგ აქტივისტები 3 თვის განმავლობაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით მოითხოვდნენ შს მინისტრის თანამდებობიდან მის გადადგომას, თუმცა მმართველმა გუნდმა ის დააწინაურა.
ასევე ნახეთ გახარია ვიდეომიმართვას ავრცელებს: ივანიშვილის ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი