რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრებისადმი დღევანდელი მიმართვაში ისაუბრა, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის მიერ დასეწესებული ეკონომიკური სანქციების შესახებ და განაცხადა, რომ სანქციებმა მიზანს ვერ მიაღწია.
"დასავლეთმა ჩვენ წინააღმდეგ გახსნა, არა მხოლოდ საომარი, საინფორმაციო ასევე ეკონომიკური ომი, მაგრამ ვერსად ვერაფერს მიაღწია და ვერც მიაღწევს“, -თქვა პუტინმა და დარბაზში შეკრებილი აუდიტორიის ტაშის შემდეგ განაგრძო - „მეტიც, სანქციების ინიციატორები თავის თავს სჯიან თავის ქვეყნაში ფასების ზრდის, სამუშაო ადგილების დაკარგვის, საწარმოების დახურვისა და ენერგოკრიზისის პროვოცირებით და თავის მოქალაქეებს ეუბნებიან, ამ ყველაფრს ვისმენთ, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე რუსები არიან“.
პუტინის თქმით, დასავლეთი, სანქციების ამოქმდების ფარგლებში, სხვადასხვა საშუალებებს იყენებდა - წყვეტდა კონტრაქტებს რუსულ კომპანიებთან, ფინანსური კომუნიკაციების სფეროდან თიშავდა მათ. ეს პუტინის სიტყვებით, მათი „სავალუტო რეზერვების ქორდობაა“, რისი მიზანიც რუბლის ინფაციის გამოწვევა და ეკონომიკის ჩამოშლა იყო.
ასევე ნახეთ პუტინმა მის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომზე პასუხისმგებლობა კიევს და დასავლეთს დააკისრაპუტინის თქმით, დასავლეთის სანქციები მხოლოდ საშუალება კი მიზანი „ჩვენი მოქალაქეების დატანჯვაა - ასეთი ჰუმანურები არიან". პუტინის სიტყვებით, რუსეთის მოქალაქეების დატანჯვით დასავლეთს რუსეთში შიდა დესტაბილიზაციის გამოწვევა სურს, მაგრამ მათი გათვლები არ გამართლდა. "ვინაიდან რუსეთის ეკონომიკა და მართვის სისტემა გაცილებით მყარი აღმოჩნდა, ვიდრე ამას დასავლეთში მოელოდნენ", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ფედერალური კრებისადმი პრეზიდენტ პუტინის მიმართვა წინ უძღვის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავს, 24 თებერვალს.
- ომის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში რუსულმა არმიამ ვერ შეძლო სრული კონტროლის დამყარება უკრაინის ვერცერთ რეგიონზე.
- დასავლეთის სახელმიწოფები უკრაინას უწევენ მასშტაბურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და რუსეთის პოტენციალის შესაზღუდად აამოქმედეს მასშტაბური სანქციები.