პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მივიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მოითხოვა მწერალ ფილიპ დზიადკოს ქვეყანაში შემოშვება.აეროპორტში მობილიზებული არიან პოლიციელები. იქ ხოშტარიას გარდა, არიან პოეტი კოტე ყუბანეიშვილი და აქტივისტები.
„სირცხვილია, რომ არ უშვებენ ანტიპუტინისტ ადამიანს. ეს პოლიცია ასრულებს რაღაც დავალებას. მთელი ღამე გაატარა ამ რაღაც პატარა სივრცეში, სამი დღე უნდა გაატაროს კიდევ აქ... ლარსზეც იყო ასეთი შემთხვევა. ასე უდიერად ეპყრობიან. მოვითხოვე გასაუბრება მასთან და მაინტერესებს, რის საფუძველზე არ უშვებენ ანტიპუტინისტ ჟურნალისტს, რომელიც ებრძვის იმპერიას ჩვენი ინტერესებისთვის. ვინც იმპერიას ებრძვის, იმას, რომ არ უშვებენ, უკრაინიდან მოწვევაზე უარს, რომ იძახიან, ევროპული ვიზები, რომ არ უნდათ, რუსეთის მოგება რომ არ უნდათ, რა თქმა უნდა, იქნება პროტესტი. ამ ქვეყანას რუსეთში ვერ შეიყვანენ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მწერალი, გამოცემა Arzamas-ის რედაქტორის ფილიპ დზიადკოს საქართველოში არშემოშვების შესახებ მისმა ძმებმა განაცხადეს. ტიხონ დზიატკო ოპოზიციური ტელეარხის „დოჟდის“ მთავარი რედაქტორია, ტიმოფეი დზიადკო კი ჟურნალისტი.
ასევე ნახეთ საქართველოში არ უშვებენ მწერალ ფილიპ დზიადკოს„ფილიპ დზიადკო, რომელიც თითქმის ერთი წელია საქართველოში ცხოვრობს, ქვეყანაში რა შეუშვეს მიზეზის აუხსნელად. მთელი ღამე აერტოპორტში ამყოფეს, ახლა კი ტელეფონის ჩამორთმევას ცდილობენ“, - დაწერა ტიხონ დზიადკომ.
„გუშინ 22:30 საათზე, ჩემი ძმა ფილიპ დზიადკო, ვენიდან თბილისში ჩაფრინა, სადაც ცოლთან და ქალიშვილთან ერთად თითქმის წელიწადია ცხოვრობს. საპასპორტო კონტროლზე „სისტემა დაეკიდა“. მთელი რეისი გავიდა ის კი დარჩა. თბილისის აეროპორტში უკვე 14 საათი გაატარა. 10:30 საათზე აცნობეს, რომ შესვლაზე უარი უთხრეს. ვენის რეისი, რომლითაც მისი დეპორტაცია მოხდება 23 თებერვალსაა, 3 დღეში, ან ბილეთი თავად იყიდეო. ფილიპი უფანჯრო ოთახში ზის, სხვაგან ჯდომა არ შეიძლება. ცდილობენ ტელეფონის ჩამორთმევას“,- დაწერა სოციალურ ქსელში ტიმოფეი დზიადკომ.
მანამდე საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ან ხანგრძლივი შემოწმების გავლა მოუწია რამდენიმე რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტსა და უფლებადამცველს.
ასევე ნახეთ რუსი უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქართველოში არ შეუშვესგასულ კვირაში გახდა ცნობილი, რომ საქართველოში არ შემოუშვეს რუსული კრიზისცენტრის «Насилию.нет»-ის დამფუძნებელი ანა რივინა. ანა რივინას მიერ დაფუძნებული კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება. 2020 წელს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ცენტრი შეიტანა ჩამონათვალში იმ არაკომერციული ორგანიზაციებისა, რომლებიც “უცხოეთის აგენტის“ ფუნქციას ასრულებენ. 2023 წლის 10 თებერვალს, „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს თავად რივინაც, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, „ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე“, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროზე.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ათი ათასობით მოქალაქემ თავი საქართველოს შეაფარა. პერიოდულად ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ რუსეთის ზოგიერთ მოქალაქეს, მათ შორის, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. კანონით, ქართველ მესაზღვრეებს უფლება აქვთ უარის კონკრეტული მიზეზი არ განმარტონ.