პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის აღნიშნავს, რომ პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები ამოწურა.
„მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა". ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.
მინდა წარმატებები ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა მის მხარდამჭერს.
მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის", - წერს „ფეისბუკის" პირად გვერდზე გოცირიძე.
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობები დატოვა რამდენიმე პოლიტიკოსმა, თუმცა მათ განაცხადეს, რომ ენმ-ს წევრებად რჩებიან.
ასევე ნახეთ ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ პოლიტიკოსების ნაწილი ენმ-ში პარტიულ თანამდებობებს ტოვებს