არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორის აგენტებად მოხსენიება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მათ მიმართ დაწყებული დისკრედიტაციის კამპანიის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ახსნილია, რატომ არის საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" კანონპროექტი ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამაზიანებელი.
ასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" ეშინია ევროპის, თავისუფლების - "სამოქალაქო იდეა" "ხალხის ძალის" კანონზეკვლევის მიგენებები:
- "ე.წ. უცხოური აგენტების კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან და ღირებულებებთან. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს “უცხოური აგენტის” სტატუსს ანიჭებს";
- "მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განმარტებით ე.წ. უცხოური აგენტების კანონი (უნგრეთის) არღვევს ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 63-ე მუხლს (კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა) და ძირითადი უფლებების შესახებ ევროპის კავშირის ქარტიის მე-12 მუხლს (გაერთიანების თავისუფლება)";
- "ECJ-ს გადაწყვეტილებამ და მის აღსასრულებლად ევროკომისიის მიერ დაწყებულმა დარღვევის პროცედურამ აიძულა უნგრეთი, გაეუქმებინა არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის ამგვარი იარლიყის მინიჭება";
- "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით ე.წ. უცხოური აგენტების კანონი (რუსეთის ფედერაციის) არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, რომელიც იცავს გაერთიანების თავისუფლებას";
- "ევროპულმა სასამართლოებმა განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის “უცხოეთის აგენტის” იარლიყის მინიჭებისა და მათი რეგისტრაციის სავალდებულოობა";
- "ე.წ უცხოური აგენტების კანონისარათუმიღება, არამედ, ამ საკითხზე სეროზული საპარლამენტო დებატებიც კი არსებით ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს";
- "ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მე-10 პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას".
"უკანასკნელი თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიუნიჭებლობის შემდგომ არასამთავრობო სექტორის მიმართ მტრული დამოკიდებულება განსაკუთრებით გაძლიერდა. სამოქალაქო სექტორის მიმართ ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის მადისკრეტირებელი ბრალდებები... სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის მიმდინარე კამპანიის განვითარება ეტაპობრივად მიუახლოვდა სამართლის ინსტრუმენტალიზაციის ლოგიკურ ეტაპს", - აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტიდოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
- ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".
"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
ასევე ნახეთ ჩვენ დავარბილეთ - ირაკლი კობახიძე "ხალხის ძალის" კანონზე