ზელენსკი ბერლინის კინოფესტივალის გახსნის მონაწილეებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს მიმართავს ვიდეო ხიდის საშუალებით.

ამის შესახებ იტყობინებიან 73-ე „ბერლინალეს“ ორგანიზატორები. კინოფესტივალის გახსნა დაგეგმილია 16 თებერვლისთვის.

ზელენსკის სტუმრების წინაშე წარადგენს ჰოლივუდის ამერიკელი ვარსკვლავი შონ პენი, რომელმაც ფესტივალზე ჩაიტანა თავისი დოკუმენტური ფილმი უკრაინაზე „Superpower-ი.“

ორგანიზატორების თანახმად უკრაინის ლიდერის მონაწილეობა, რომლის ქვეყანა თითქმის ერთი წელიწადია ომს აწარმოებს რუსეთის ძალებთან, „განსაკუთრებული პატივია“.