პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ შეისწავლის იმ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების კანონიერებას, რომელიც ასახავს კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ყოფნას.
„აღნიშნული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისთანავე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 (3) მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, დაუყოვნებლივ დაიწყო შემოწმება, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სამსახურში მიმდინარეობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერების 2022 წლის 14 დეკემბერს გასაჯაროების კანონიერების შემოწმება, რომელთან დაკავშირებით აქტიურად ტარდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მოქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებებში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. უწყებამ იმის საილუსტრაციოდ, რომ მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია, კლინიკა "ვივამედიდან" გამოაქვეყნა ბოლო რამდენიმე დღით დათარიღებული კადრების კომპილაცია.
ასევე ნახეთ პენიტენციური აქვეყნებს კადრებს იმის საილუსტრაციოდ, რომ სააკაშვილს გადაადგილება შეუძლიარამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია CNN-მა გამაქვეყნა სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატის მიწოდებული ვიდეოკადრები, რომელიც 4 და 6 თებერვლს პატიმრის პალატაში იყო გადაღებული. მასალაში ჩანდა, საბარაუდოდ, გონების დაკარგვის ეპიზოდები.
ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ადვოკატი აცხადებდა, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან უკვე არსებობს სერიოზული რისკი, რომ ის მკურნალობის შემთხვევაშიც ვეღარ გამოჯანმრთელდება.
ასევე ნახეთ CNN-ი ავრცელებს „ვივამედში“ გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებსსაქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.
ასევე ნახეთ რით ასაბუთებს მოსამართლე არევაძე სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე უარს - განჩინების დეტალები ასევე ნახეთ მილიონიანი კონტრაქტი, კადრები პალატიდან, აქციები - როგორ აპირებენ მიზნის მიღწევას სააკაშვილის მომხრეები?