საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციის შენობიდან სვიმონ (პეტრე) დადიანის ხუთი ფერწერული ტილოს წაღების შესახებ, რომელიც ბოლო თვეებია შენობაშია გამოფენილი. მედიასთან კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა ისაუბრა.
ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ხელოვნების სასახლის თანამშრომლების მისვლის შესახებ "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ჟურნალისტი ამბობდა, რომ დაზიანებული იყო ფერწერული ტილოები და გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოფენის 2-წლიანი ვადა 2022 წლის 30 ნოემბერს ამოიწურა.
არხის ინფორმაციით, ხუთი ფერწერული ტილოდან დაზიანება სამს ჰქონდა, თუმცა სახვით ხელოვნების ფონდის მცველი ელო ჭიჭინაძე აღნიშნავდა, რომ "ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს მხოლოდ ერთ ნამუშევარს".
"ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე. ორბელიანების სასახლე ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობაა საქართველოში, ამიტომ ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს და რაიმე პრობლემას თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში გამოფენილი...
ის მცირედი დაზიანება, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად, დაზიანებული მოვიდა ჩვენს სასახლეში...
მსგავს ბრალდებებს, რომლებსაც ახლა ვადევნებდით თვალს და რომლებიც დღეს გაჟღერდა სამინისტროს მხრიდან, მიჩვეულები ვართ, ამიტომ ჩვენთვის ეს ახალი არ გახლავთ", - უთხრა ჟურნალისტებს გაჟღერებული ბრალდების საპასუხოდ პრეზიდენტის მრჩეველმა.
პრეზიდენტის მრჩეველს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ უკავშირებდნენ კულტურის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას, რომელიც "ცისფერ გალერეასთან" სანდრო სულაბერიძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციის მობილიზების შესახებ. პრეზიდენტი ამბობდა, რომ ეს "ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს".
"ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს თავდასხმას ან თავდასხმის მცდელობას პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რა თქმა უნდა არის პოლიტიკური... მე ვფიქრობ, რომ თავდასხმაა, სწორედ ამიტომ არის თქვენი ინტერესი გამოხატული ამ საკითხზე", - უპასუხა ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვა - მან თქვა, რომ ამ საკითხზე მისმა მრჩეველმა ისაუბრა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ათი დღის წინ, 2023 წლის 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გაიხსნა. მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“
ასევე ნახეთ ეროვნულ გალერეაში არტისტმა ავტოპორტრეტი ჩამოხსნა და მის ნაცვლად წარწერა დატოვამომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.
11 თებერვალს, გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმი და რეპრესიები". 11 თებერვალს მსგავსი განცხადება, სადაც დაგმობილი იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.
ასევე ნახეთ გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეები: ვგმობთ აშკარად გაცხადებულ ანტაგონიზმსა და რეპრესიებსმომხდარ ფაქტს 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეროვნული გალერეის დირექტორი, მაცაცო გაბუნია და სანდრო სულაბერიძისგადაწყვეტილებას „ინფანტილური მავნებლობა“ უწოდა.