აშშ-ის სამხედროებმა კანადასთან ამ ქვეყნის საზღვრის მიდამოებში, ჰურონის ტბის თავზე, ჩამოაგდეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.
აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა უკვე ჩამოადგეს ასეთი ორი აპარატი 10 და 11 თებერვალს, ერთი ალასკის სანაპიროსთან, მეორე კანადის ჩრდილოეთში.
არ არის დადგენილი, რა მფრინავი ობიექტები იქნა ჩამოგდებული, ან რა იყო მათი მიზანი.
სიცხადეს ამ საკითხში ნამსხვრევების ანალიზი შეიტანს.
ერთი კვირის წინ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს ჩინური საჰაერო ბუშტი-აეროსტატი, რომელიც, სავარაუდოდ, ჯაშუშურ მიზანს ემსახურებოდა.