CNN-ი: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33 ათასს გადააჭარბა

ესპანელი ჯარისკაცები სამაშველო სამუშაოების დროს, ისქენდერუნში, თურქეთი. 12 თებერვალი, 2023 წელი

CNN-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33,181-ს მიაღწია.

მაუწყებელს მოჰყავს თურქეთის საგანგებო ვითარებათა საკოორდინაციო ცენტრის, SAKOM მონაცემები, რომ თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 12 თებერვლისთვის 29,605-ია. ამავე ცნობით, სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 576-ს, მათ შორის 2 168 ადამიანი დაიღუპა რეგიონში, რომელსაც ოპოზიციური - მეამბოხეთა ძალები აკონტროლებენ. სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის "თეთრი ჩაფხუტების" თანახმად, 1 408 ადამიანი დაიღუპა სირიის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ არეალში.

გაეროს კოორდინატორმა საგანგებო ვითარებებში, მარტინ გრიფიტსმა ტვიტერით აღიარა, რომ სირიას გაერომ სათანადო დახმარება არ გაუწია: „ამ წუთამდე ჩვენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები ადამიანები მივატოვეთ,“ განაცხადა მან სირია-თურქეთის საზღვარზე ყოფნისას. ჩემი მოვალეობაა ახლა ეს გამოვასწოროთ, დაწერა მან ტვიტერზე.

არეალში, რომელსაც სხვადასხვა დაჯგუფებები აკონტროლებენ რის გამოც, ჰუმანიტარული დახმარება მიწისძვრიდან რამდენიმე დღეში, დაგვიანებით ჩავიდა.

ასევე ნახეთ გერმანელ მაშველთა ჯგუფებმა თურქეთში მოქმედებები შეაჩერეს უსაფრთხოების პრობლემების გამო