სვანეთში ხშირად ამბობენ, რომ არასწორად არის გაგებული სვანური ჩველებითი, იგივე მედიატორული სამართლის იდეა, რომლის მთავარი მიზანი, მტრად გადაკიდებული ოჯახების შერიგება და სისხლისღვრის თავიდან აცილება იყო.
ამ ვიდეოში სვანური ჩვეულებითი სამართლის მკვლევარი, იურისტივიკა ფილფანი მოგიყვებათ, რას გულისხმობდა მედიატორული სამართალი სვანეთში, ვინ იყვნენ მედიატორები, როგორ გვარდებოდა მძიმე დანაშაულების საქმეები, რა ფასს იხდიდნენ დამნაშავეები და რა შემთხვევაში იძიებდნენ შურს დაზარალებულები. რა შეცვალა სახელწმიფო სამართალმა და დღეს ვისი სჯერათ სვანებს?
სვანების ნაწილი იმასაც გვეუბნება, რომ ეს ჩვეულებითი სამართალი დღეს გაქრობის პირასაა, ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სახელწმიფო სამართალმა ჩაანაცვლა, არამედ იმიტომაც, რომ სვანებისთვის სანდრო ადამიანების, მედიატორების ადგილი ნელ-ნელა დაიკავეს ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა.