თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში მარტიდან დამატებით 300 ბავშვს და მოზარდს ჩართავს. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, 8 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საჭირო სეანსები, ჯამში, 1850 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება.
"პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინდივიდუალური გეგმის მიხედვით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი თერაპიული სეანსები. ამ მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 4 800 ლარია გათვალისწინებული", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის დაწყებისას, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იყო. დღეისათვის პროგრამის ბიუჯეტი 7 383 000 ლარს შეადგენს.