ზელენსკი მიწვეულია ევროკავშირის სამიტზე

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიწვეულია ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, აცხადებს ბლოკი 6 თებერვალს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ზელენსკი მიიწვია "სამომავლო სამიტში მონაწილეობის პირადად მისაღებად", - წერს მიშელის პრესმდივანი ბარენდ ლეიცი ტვიტერით. ის არ აკონკრეტებს, როდის დათანხმდება ზელენსკი ამ მიწვევას და წერს, რომ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელდება "უსაფრთხოების თვალსაზრისით".

ევროკავშირის შემდეგი სამიტი 9-10 თებერვალს ბრიუსელშია დანიშნული.