საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები პარტიის ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან.
„პარტიის ოფისში ველოდები ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. სწორედ იქ მივიღებთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ასევე ნახეთ სააკაშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვათბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა.
ასევე ნახეთ მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილამიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.