არახამია: მიმდინარე კვირაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროში არ იქნება ცვლილებები

დავით არახამია, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ 6 თებერვალს განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში თავდაცვის სამინისტროში არ განხორციელდება თანამშრომელთა ცვლილება. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მან გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინა თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს, შეცვლის.

არახამიამ 6 თებერვალს განმარტა, რომ ეს ცვლილება მყისიერად არ მოხდება. "თავდაცვის სექტორში ამ კვირაში თანამშრომლების ცვლილება არ იქნება", - წერს იგი "ტელეგრამზე", დეტალების დაუკონკრეტებლად.

არახამიას 5 თებერვლის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოლექსი რეზნიკოვს შეცვლის ქვეყნის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გენერალი კირილო ბუდანოვი, ხოლო თავად რეზნიკოვი ინიშნება სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად.