7,8 მაგნიტუდის მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში

მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლი

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში და სირიაში ორშაბათს, გამთენიისას, მოხდა ძლიერი, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა, რის შემდეგადაც დაინგრა შენობები, მოსახლეობა პანიკაში ქუჩებში გავიდა. არის ცნობები 30-მდე დაღუპულზე, მოელიან, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.

ეპიცენტრი მიწისძვრისა, რომელიც კაიროშიც კი იგრძნობოდა, იყო თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით. ამ არეალებში სახლობს მილიონობით სირიელი ლტოლვილი, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში სამოქალაქო ომს გაექცნენ.