ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრი - რომელიც რუსეთის უკრაინასთან ომის დაწყების პერიოდში მცირე ხნით შუამავლის ფუნქციას ასრულებდა - აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ პუტინისგან მიიღო პირობა, რომ არ მოკლავდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ომის პირველ კვირებში მოულოდნელი შუამავალი გახდა - შარშან მარტში მოსკოვში განხორციელებული მოკლე ვიზიტისას ის პუტინს შეხვდა.
ბენეტის განცხადებები ნათელს ჰფენს კულუარებში მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევას და ზომებს, რომლებსაც ომის დაწყების პირველ პერიოდში მიმართავდნენ კონფლიქტის სწრაფად დასრულების მიზნით.