გურჯაანში სურსათის ეროვნული სააგენტოს 2-სართულიანი შენობის ნაწილი დაიწვა. შენობაში ასევე განთავსებული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლობა.
ცეცხლი შენობის მეორე სართულზე დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაიწყო გამოძიება.