ავტორი: ქეთევან შარაშენიძე

ზამთრის სუსხში დაბადებულ მზეს გამოსვლა აღარ უხარია თბილისში. ის თბილისი , თბილისს აღარ ჰგავს. არც მთვარეზე შეყვარებული გალაკტიონი გვყავს მთაწმინდაზე დაა არც ბარათაშვილი აღარ დასეირნობს ობლად ღამით. აღარც ჭკვიანი თავადები გვყავს სახლებ ქვეშ სარდაფებში მომავლის განათლებაზე რომ იზრუნონ და აღარც ილია გვყავს ხანდახან სიმართლე პირდაპირ პირში რომ შემოგვძახოს. ის თბილისი ისეთი აღარაა, ქუჩებში ღამე მოსიარულე სტუდენტების ხმამაღალ "ქართულ მელოდიებს" რომ ისმენდა. ის ქუჩები ისეთი აღარაა. დამალობანას დაუსრულებელი თამაშით გადაღლილებს ღამის მოსვლა რომ ენატრებოდათ, რადგან პატარა თბილისელ გოგო ბიჭებს დაეძინათ. მტკვარიც კი სხვანაირი ფერია თითქოს. მოწყენილი და ცივი. არც ის მუსიკა აღარაა, რომ ჩართავდი და ძარღვები გისკდებოდა სიამოვნებისგან. არც ის თეატრია. არც ის უთიერთობებია. აღარც ბუბა კიკაბიძეა და აღარც სოფიკო ჭიაურელი. აღარც ვერის უბანია ისეთი როგორიც მაშინ. არც ის ნუშის ხე ჰყვავის გაზაფხულობით და არც ახალგაზრდები აღარ სხედან ხის ძირას გიტარით ხელში. აღარც ისეთი სილაღე და ბედნიერებაა , როგორიც მაშინ. ახლა მხოლოდ სიბნელე და სიცივეა თბილისში. თბილისში, სადაც აღარც ურთიერთობები იციან და აღარც ადამიანობა.