საქართველოს სპორტსმენების იანვრის ბოლო დღეების წარმატებებს შეახსენებენ რადიომსმენელებს და მომავალ ასპარეზობებზე საუბრობენ: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საერთაშორისო დიდოსტატი ნანა იოსელიანი, ცნობილი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე და საფეხბურთო კლუბის გორის „დილას“ მწვრთნელი ვანო ხორგუაშვილი.