უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცნობით, რუსეთს მობილიზებული ჰყავს 500 ათასამდე ჯარისკაცი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი საფრანგეთში ვიზიტისას. 2023 წლის 31 იანვარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსეთს მობილიზებული ჰყავს 500 ათასამდე ჯარისკაცი და არა 300 ათასი, როგორც ამას ოფიციალურად აცხადებენ.

რეზნიკოვმა ფრანგულ ტელეარხ BFMTV-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ახალ შეტევას წამოიწყებს ომის წლისთავზე. „იმის გათვალისწინებით, რომ ისინი სიმბოლიკით ცხოვრობენ, შესაძლოა, რაღაც სცადონ 24 თებერვლისთვის“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

ასევე ნახეთ დანილოვი არ გამორიცხავს, რომ პუტინი ომის წლისთავს დაამთხვევს ახალ, მასშტაბურ შეტევას

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის 24 თებერვალს. კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.