რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, წუხანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად, ქალაქის ცენტრში ნაწილობრივ დაინგრა საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ეს-300 ტიპის რაკეტა გამოიყენა.
29 იანვარს, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ხერსონზეც, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა.