რუსეთის არმიის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

ერთ-ერთი მორიგი დაბომბვის შედეგი ხერსონში

ხერსონის საქალაქო საბჭოს თანახმად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა 29 იანვარს, რუსეთის მხრიდან ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად.

„მოწინააღმდეგის მიერ ხერსონის დღევანდელი სარაკეტო იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, 3 მათგანი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. სამედიცინო დახმარება 6-მა ადამიანმა მიიღო", - ნათქვამია ანგარიშში.

ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე ნახეთ რუსეთმა კვლავ დაბომბა ხერსონი. ადმინისტრაცია დაღუპულების და დაჭრილების შესახებ იუწყება

უკრაინელმა სამხედროებმა 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე დაიკავეს ქალაქ ხერსონის მარჯვენა სანაპირო ნაწილი. რეგიონული ცენტრი 11 ნოემბერს გათავისუფლდა. ამის შემდეგ რუსულმა ჯარებმა დაუყოვნებლად დაიწყეს ხერსონისა და უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი სხვა რეგიონის ტერიტორიების დაბომბვა.

ასევე ნახეთ

3 ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ქალაქ კონსტანტინოვნკის დაბომბვის შედეგად